35 წლის წინ სტენფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში პოლ ბერგმა პიველად მიიღო გენმოდოფიცირებული (გმ) თამბაქო - ორი განსხვავებული ინდივიდის გენური მასალის შეერთებით, მანამდე ბუნებაში მსგავსი არაფერი არსებობდა. ამან სათავე დაუდო ამერიკაშიგენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოებას, რამაც თავბრუდამხვევი ტემპები მიიღო.
სოიოსა და კარტოფილში ნერგავდნენ შხამიანი პეტუნიას გენს და მას მწერი აღარ ეკარებოდა, შესაბამისად მოსავალი საგრძნობლად იზრდებოდა, 1994წ-ს გამოჩნდა პომიდორი კამბალის გენით და საფუძვლიანადაც მოიკიდა ფეხი. გენმოდიფიცირებულ ბრინჯში ადამიანის ღვიძლის გენი ჩადეს, გმ კარტოფილში ფურისულასი...
სინამდვილეში ეს ყველაფერი ძალიან საშიშია! ვიცით, რომელი გენი როგორ შეიცვლება, სად წავა? ჭირდება კი ის ჩვენს ორგანიზმს?! არავინ იცის ზუსტად, ბუნების წმიდათა წმიდაში ასეთი უხეში ჩარევა რა შედეგებამდე მიგვიყვანს. მსოფლიოში 1000-მდე გმ ინდივიდია გამოყვანილი, მათგან მხოლოდ 100 ინდივიდია დაშვებული წარმოებაში. სოიო, კარტოფილი, არაქისი, სიმინდი, ხორბალი. ადამიანი შეგნებულად აბინძურებს ბუნებას გმ-წარმოებით.